საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეა „უნივერსში“ თვითნასწავლი მხატვრის, სტუ-ის კურსდამთავრებულის – ავთანდილ რეხვიაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
ავთანდილ რეხვიაშვილი საქართველოს მხატვართა კავშირისა და ვეტერანთა კავშირის წევრია. ის ექვსი პერსონალური გამოფენის ავტორია.
გამოფენა დაათვალიერეს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა, საქართველოს მხატვართა კავშირისა და საქართველოს ვეტერანთა კავშირის წარმომადგენლებმა.
გამოფენა 16 თებერვლის ჩათვლით გასტანს. ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოფენო სივრცე ღიაა ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის







