შეხვედრა თოხლიაურის სკოლაში USAID პროექტის ფარგლებში

სოციალური ინოვაცია!!!
ძალიან საინტერესო შეხვედრა საგარეჯოს რაიონის სოფ. თოხლიაურის საშ. სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და ადმინისტრაციასთან.
შეხვედრა შედგა სკოლაში მიმდინარე USAID პროექტის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს სკოლების ბიბლიოთეკების განვითარებას და წიგნიერებისადმი მოსწავლეთა ინტერესის ზრდის ხელშეწყობას უახლესი ლიტერატურით უზრუნველყოფის საშუალებით.
მქონდა ბედნიერება პირადად მოსწავლეებისათვის და სკოლის ბიბლიოთეკისათვისაც გადამეცა სტუ-ს “აკადემიური და მასწავლებელთა განვითარებუს ცენტრში” ,USAID პროექტის ფარგლებში ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმნილი ბეჭდური სახელმძღვანელოები შემდეგი მიმართულებებით:მცირე ბიზნესი; საქმიანი ურთიერთობების კულტურა; ბიზნეს ურთიერთობები; საერთაშორისო ბიზნეს კომუნიკაციების ტიპები და სხვა.
აგრეთვე კომპიუტერული პროგრამირების სახელმძღვანელოები და ამავე პროექტის ფარგლებში შექმნილი ბიზნეს ინგლისურის ორსაფეხურიანი სასწავლო პროგრამის სახელმძღვაბელოს ელ. ვერსიები.
შეხვედრისას გამოიკვეთა მოსწავლეების დიდი ინტერესი მცირე ბიზნესის შექმნისა და წარმოების საკითხებისადმი და შესაბამისად მათთვის შეთავაზებული სახელმძღვანელოების მიმართ.
მათთან კომუნიკაცია და
თანამშრომლიბა გაგრძელდება სხვადასხვა მიმართულებით.
დავგეგმეთ საინტერესო შეხვედრები უნივერსიტეტში და სკოლის ნიჭიერი მოსწავლის ფერწერულ ნამუშევართა გამოფენა სტუ-ს გალერეა “უნივერსში”.
მადლობა სკოლის მესვეურთ და პროექტის მონაწილეებს!!
არაჩვეულებრივი თაობა მოდის!!!