ქართული საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტების განათლება საინჟინრო და ტექნიკურ დარგებში

ეს წინადადება პასუხობს ტექნოლოგიურ სიმწირეს უმაღლესი განათლების სისტემაში, რომელიც არსებობს საქართველოს რესპუბლიკაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტების მიერ შემუშავებული გამოსავალი, რომელსაც ზემოთ ხსენებული წინადადება გულისხმობს, მდგომარეობს შემდეგში: 1) კომპაქტ დისკების ფორმატში ელექტრონული ბიბლიოთეკების შექმნა, რომლებშიც შევა ის მატერიალები, რომლებსაც სახელმძღვანელოებად იყენებს ქართული საზოგადოებრივი კოლეჯები და პროფესიული განათლების ცენტრები. მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება ლოკალურ კამპუსებში ან ინტერნეტ კაფეებში. 2) შეიქმნას და გავრცელდეს სემინარები, ლექციები, სამუშაო სიტუაციები (იმიტაცია), ვირტუალური ლაბორატორიები და ვირტუალური სტაჟირების საშუალებები. 3) კომპეტენციის შემუშავება საიმისოდ, რომ ქართველმა მასწავლებლებმა თვითონ დაამატონ მასალები არსებულ ციფრულ არქივს, როდესაც გრანტი დასრულდება. ჩვენ ამ მიზნთ ვითხოვთ EIF ისაგან 20 600$ რათა გაიზარდოს ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც ვიღებთ USAID-ისაგან, განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტროსაგან და ამერიკის უმაღლესი განათლების პარტნიორებისაგან (იხილეთ შეჯამება აპენდიქს მასალებში)