გალერეა “უნივერსი” მასპინძლობს სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტის კონსტანტინე კაკაშვილის ძალიან საინტერესო ნამუშევრების გამოფენას, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირისა და ფაკულტეტის ინიციატივით გაიმართა. ექსპონატებმა დიდი ინტერესი გამოიწვიეს როგორც სტუდენტებში, ასევე პედაგოგებში და სხვა მოწვეულ სტუმრებში. გამოფენას ესწრებოდნენ სტუ-ს კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლები.
წარმატებებს ვუსურვებთ კოტეს
მადლობა მის შესანიშნავ პედაგოგს მისი შემოქმედებისადმი ასეთი ინტერესისთვის




















