ქართული საზოგადოებისთვის და არა მარტო მისთვის კარგად ცნობილი და ფრიად პოპულარული ახალგაზრდა დიზაინერი
ლ ა შ ა ჯ ო ხ ა ძ ე
სტუმრობდა დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეა “უნივერსს”.
არქიტექტურის,ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებთან და პროფესურასთან შეხვედრა და მოდის დიზაინერის პროფესიაზე გულახდილი საუბარი იყო მოსვლის მიზანი.
შეხვედრის დაწყებიდანვე ნათელი გახდა , რომ დამხვდურების პირველი შთაბეჭდილება და მისდამი განწყობა დადებითი იყო.
მოგვიანებით ეს სრულად დადასტურდა…
ჩვენს წინაშე იყო მრავალმხრივ საინტერესო პიროვნება:
-სასიამოვნო გარეგნობის და დახვეწილი მანერების მქონე ინტელექტუალი;
-თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული მაღალი რანგის პროფესიონალი;
-სრულად გაცნობიერებული მოდის დიზაინის სხვადასხვა მიმართულებებში;
-სიახლეების მოყვარული და მათი უზომოდ თაყვანისმცემელი;
-სრულად გარკვეული პროფესიის სიძნელეებში და მათი დაძლევის გზების აქტიური მაძიებელი;
-პრინციპული და უკომპრომისო გადაწყვეტილებების მიღებაში;
-გუნდური თამაშის ერთგული და პატივისმცემელი;
-საოცრად სასიამოვნო მოსაუბრე და აქტიური დისკუსიის მოყვარული
და სხვა საუკეთესო თვისებები, რომლებიც წარმართულმა ბლიც დისკუსიებმა და კითხვა-პასუხის პროცესმა სრულიად ნათელი გახადა.
არ დასმულა კითხვა, რომელზეც მისი საფუძვლიანი მოსაზრება არ ყოფილიყო გამოთქმული.ცდილობდა გაერკვია თუ რამ გამოიწვია კითხვა და რა უნდა ყოფილიყო პასუხი, რომელიც სრულფასოვნად განმარტავდა საკითხის არსს.
შეხვედრა რამდენიმე საათი გაგრძელდა და ისე საინტერესოდ წარიმართა, რომ არავის უფიქრია წასვლა…
სამახსოვრო ფოტო სესია, ორმხრივი მადლობები, კეთილი სურვილები და სამომავლო ურთიერთობების სურვილი იყო ბოლო წუთების თანმდევი…
მადლობა ყველას ასეთი სასიამივნო დღისთვის.
მადლობა ლაშას და ულევი წარმატებები!
განსაკუთრებული მადლობა ჩვენი ცენტრის თანამშრომელს თამარ საზანდარიშვილს, რომლის ინიციატივით და კურატორობით შედგა ეს ფრიად საჭირო შეხვედრა































