დამხამრე დოკუმენტაცია
VICI სისტემა და გამოკითხვების პლატფორმა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს ელექტრონული სერვისების სისტემა “vici” (vici.gtu.ge), რომელშიც რეგულარულად იწარმოება და განახლების პროცესშია მონაცემთა ელექტორნული ბაზა, სადაც თავმოყრილია უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო, კვლევითი, ადმინისტრაციული პროცესებისა და ამ პროცესებში ჩართული სტუდენტების, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის გარშემო არსებული მონაცემები. უნივერსიტეტის თითოეული სტუდენტი რეგისტრირებულია vici სისტემაში და ფლობს საკუთარ ანგარიშს, რომლის მეშვეობითაც მას აქვს წვდომა მისი საგანმანათლებლო პროგრამის, მის მიერ არჩეული თითოეული კურსისა და პროგრამაში ჩართული აკადემიური პერსონალის გარშემო არსებულ ინფორმაციაზე, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მის საგანამანათლებლო პროცესსა და პროგრესს. vici ანგარიშის მეშვეობით, სტუდენტს შესაძლებელობა აქვს, მიიღოს ინფორმაცია მისი მიმდინარე სტუდენტური სტატუსის, სწავლის პროცესში დაგროვილი კრედიტების ოდენობის, მისი ფინანსური ვალდებულებების, სასწავლო პროგრესის (GPA დინამიკა), მიმდინარე, შუალედური და საბოლოო შეფასებების შესახებ და აგრეთვე, სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ მიმდინარე სიახლეებზე (იხ. დანართი: vici სისტემა და გამოკითხვების პლატფორმა, სურათი 1). vici სისტემა სტუდენტისთვის აგრეთვე ქმნის პლატფორმას სხვა დამხმარე ელექტორნულ სისტემებზე გადასასვლელად, როგორიცაა: ელექტრონული სწავლების საუნივერსიტეტო პორტალი elearning.gtu.ge და სტუდენტთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგის სისტემა leqtori.gtu.ge. გარდა მონაცემთა ბაზისა, vici სისტემაში ინტეგრირებულია გამოკითხვების პლატფორმა, რომელიც თითოეულ სტუდენტს და აგრეთვე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის თითოეულ წარმომადგენელს შესაძლებლობას აძლევს, vici ანგარიშის მეშვეობით, მონაწილეობა მიიღოს საუნივერსიტეტო გამოკითხვებში. ამასთან, გამოკითხვების პლატფორმა, უნიკალური კოდის მინიჭების გზით, უზრუნველყოფს თითოეულ გამოკითხვაში მონაწილე რესპონდენტების ანონიმურობას (იხ. იმავე დანართის სურათი 2).
vici პლატფორმის მეშვეობით სტუ-ში ჩატარდა როგორც საცდელი (საპილოტე) ასევე სრულმასშტაბიანი საუნივერსიტეტო გამოკითხვები და ამჟამად პლატფორმა აქტიურ რეჟიმში აწარმოებს სტუდენტთა სემესტრულ გამოკითხვას. აღნიშნული გამოკითხვის ფარგლებში, უნივერსიტეტის თითოეულ სტუდენტს შესაძლებელობა აქვს, დეტალურად შეაფასოს მისი საგანმანათლებლო პროგრამა და გამოთქვას თავისი შეხედულებები და რეკომენდაციები მის ცალკეულ კომპონენტთან მიმართებაში. კერძოდ, პლატფორმა შესაძლებელობას აძლევს სტუდენტს, შეაფასოს მის მიერ იმჟამად არჩეული თითოეული კურსი და ამ კურსთან დაკავშირებული სასწავლო, სასემინარო, პრაქტიკული და ლაბორატორიული კომპონენტები, სასწავლო მასალის სირთულე და დატვირთვა, სასწავლო რესურსების ხარისხი და ხელმისაწვდომობა უნივერსიტეტში, სწავლების ტექნიკური უზრუნველყოფის ხარისხი; მას ასევე ეძლევა შესაძლებლობა, შეაფასოს აკადემიური პერსონალის თითოეული წარმომადგენელი, რომელიც ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეულ სასწავლო თუ კვლევით კომპონენტებს და საჭიროების შემთხვევაში, გამოთქვას შენიშვნები და რეკომენდაციები თითოეულთან მიმართებაში (იხ. სურათი 3). ამავდროულად, აღნიშნული გამოკითხვა სტუდენტთა სწავლის შედეგების (ირიბი) თვითშეფასების სურათსაც იძლევა, მათ მიერ ცალკეული კურსის ფარგლებში შეძენილი ცოდნისა და უნარების თვითშეფასების გზით (იხ. სურათი 3).
ვინაიდან პლატფორმა შედარებით ახალი დანერგილია, ამჟამად მზადებისა და განახლების პროცესშია ელექტორნული ბაზები და შესაბამისი კითხვარები, რომლებიც დანარჩენ სამიზნე ჯგუფებს – აკადემიურ, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალს – მისცემს გამოკითხვებში მონაწილეობის შესაძლებლობას. გარდა ამისა, vici გამოკითხვების პლატფორმაზე უკვე მზადაა სტუდენტთა გამოკითხვის კითხვარები, რომლებიც ცალკეული სასწავლო კომპონენტის (კვლევითი, პრაქტიკული, ლაბორატორიული კომპონენტების, პრაქტიკის, აკადემიური პერსონალის და სხვ.) მიმდინარე, ფოკუსირებული შეფასების საწარმოებლად არის განკუთვნილი (იხ. სურათი 4). vici გამოკითვების პლატფორმაში ინტეგრირებულია ჩატარებული გამოკითხვის შედეგების ანალიტიკის რამდენიმე განსხვავებული ფორმატი, რომელიც კვლევის შედეგების როგორც გრაფიკული, ისე ცხრილის სახით წარმოჩენის შესაძლებლობას იძლევა (იხ. სურათი 5). ამასთან, შედეგების ფილტრაცია, საჭიროების შესაბამისად, შესაძლებელია ცალკეული ფაკულტეტის, აკადემიური საფეხურის, საგანმანათლებლო პროგრამისა თუ სასწავლო კურსის მიხედვით, რაც ანალიზის პროცესში ვიწრო სამიზნე ჯგუფის კონკრეტულ საკვლევ კითხვებზე და შესაბამის კვლევის განზოგადებად შედეგზე ზუსტი ფოკუსირების შესაძლებელობას იძლევა (მაგ. კონკრეტული ფაკულტეტის კონკრეტული საფეხურის კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების მიმართ რეპრეზენტატულ კვლევის შედეგზე: საინჟინრო ფიზიკის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა შეხედულება ონლაინ სწავლების გავლენაზე მათი საგანმანათლებლო პროგრამის თითოეული კურსის სწავლის შედეგთან მიმართებაში (იხ. სურათი 6).
ინფორმაცია VICI პლატფორმის მეშვეობით ჩატარებულ კვლევებზე
2020 წელს, vici პლატფორმის მეშვეობით, ჩატარდა საუნივერსიტეტო მასშტაბის გამოკითხვა, ონლაინ სწავლებით სტუდენტთა კმაყოფილებაზე, რომელშიც სტუ- ის 6539 სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. სტუდენტებს, გამოკითხვის ფარგლებში, შესაძლებელობა ეძლეოდათ სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით შეეფასებინათ ონლაინ სწავლებაზე გადასვლის პროცესი და მასთან დაკავშირებული სირთულეები, ონლაინ სწავლების დადებითი და უარყოფითი გავლენა მათი სწავლის შედეგზე. აღნიშნული გამოკითხვის შედეგები ანალიზის პროცესშია (იხ. სურათი 6, 7).
2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის სასწავლო სემესტრიდან, vici სისტემის გამოკითხვების ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, რეგულარულად წარმოებს საუნივერსიტეტო მასშტაბის სტუდენტთა სემესტრული გამოკითხვა, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტთა კმაყოფილების ხარისხის შესწავლას სასწავლო კურსებით, აკადემიური პერსონალითა და სასწავლო გარემო-პირობებით. გამოკითხვის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სამივე აკადემიური საფეხურის სტუდენტები, უნივერსიტეტის სრული მასშტაბით. კვლევა ტარდება რაოდენობრივი კვლევის ნახევრადსტრუქტურირებული ინსტრუმენტის (კითხვარის) გამოყენებით, რომელიც შედგება შვიდი ბლოკისგან: პირველი ბლოკი ეთმობა სტუდენტთა ზოგადი განწყობის შესწავლას გავლილ კურსებთან მიმართებაში, რომლის ფარგლებშიც სტუდენტი შინაარსობრივი და სტრუქტურული მახასიათებლების მიხედვით აფასებს კონკრეტული სემესტრის ფარგლებში გავლილ თითოეულ სასწავლო კურსს, მათ შორის, სასწავლო კურსის შინაარსებს, თემატიკასა და ლიტერატურას, კურსის თანმიმდევრულობას, წინარე ცოდნის მარაგის შესაბამისობას კურსის დასაძლევად, სტუდენტთა მოლოდინებს კურსით შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებით. კითხვარის მეორე ბლოკი ეთმობა სტუდენტთა მიერ გავლილი კურსების ხელმძღვანელი აკადემიური პერსონალის შეფასებას, სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, მათ შორის, პროფესიული კომპეტენციის, ორგანიზებულობის, სტუდენტზე ორიენტირებული, თანასწორი და კეთილგანწყობილი მოპყობის თვალსაზრისით. მესამე ბლოკის ფარგლებში სტუდენტი აფასებს მის მიერ გავლილი სასწავლო კურსების ფარგლებში გათვალისწინებული პრაქტიკული და ჯგუფური მუშაობის კომპონენტების ეფექტიანობას, მეოთხე და მეხუთე ბლოკების ფარგლებში სტუდენტი აფასებს კურსის ფარგლებში მის მიერ დასაძლევი სირთულეების ხარისხსა და შეძენილ ცოდნასა და უნარებს, მეექვსე ბლოკის ფაგრლებში სტუდენტი აფასებდა სასწავლო კურსის ფარგლებში გამოყენებულ შეფასების ეფექტიანობასა და ობიექტურობას, მეშვიდე ბლოკი კი ეთმობა სტუდენტის მიერ სასწავლო გარმო- პირობების, სათანადო მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნვალყოფის შეფასებას. გარდა სტრუქტურირებული კითხვებისა, სტუდენტს, აღნიშული გამოკითხვის ფარგლებში, საშუალება ეძლევა დამატებითი კომენტარის (ღია პასუხის) სახით, გამოთქვას მოსაზრებები, შენიშვნები და რეკომენდაციები თითოეულ კურსთან და თითოეულ ლექტორთან მიმართებაში. 2022-2023 წლების შემოდგომის სემესტრის გამოკითხვაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2475-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.
სტუდენტთა კმაყოფილების კვლევის შედეგები და მათი გამოყენება
აკადემიური პერსონალის განვითარებაში
საუნივერსიტეტო მიდგომის მოკლე აღწერილობა
- აკადემიური პერსონალის შეფასება სტუდენტთა კმაყოფილების კვლევის საფუძველზე
სტუდენტთა კმაყოფილების კვლევის შედეგებზე დაფუძნებული ინფორმაციის გამოყენებას სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება აკადემიური პერსონალის განვითარებაში, მათი პროფესიული და აკადემიური კომპეტენციების გაუმჯობესებაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასშტაბით, vici სისტემის ელექტრონული გამოკითხვების პლატფორმის მეშვეობით, რეგულარულად წარმოებს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში ჩართული აკადემიური პერსონალის შეფასება, მათი პროფესიული, აკადემიური, ორგანიზაციული კომპეტენციების მიხედვით, აგრეთვე სტუდენტებთან თანასწორ მოპყრობაზე დაფუძნებული დამოკიდებულების თვლსაზრისით. აღნიშნული შეფასებები ხორციელდება რაოდენობრივი კვლევის ნახევრადსტრუქტურირებული ინსტრუმენტის (კითხვარის) გამოყენებით, როგორც შუასემესტრულად, ისე სემესტრის ბოლოს. გამოკითხვების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები. აღნიშნული გამოკითხვების ფარგლებში, თითოეულ სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა ანონიმურად შეაფასოს მიმდინარე სემესტრის ფარგლებში მის მიერ არჩეულ თითოეულ კურსში ჩართული აკადემიური პერსონალი. აკადემიური პერსონალის შეფასების ფორმა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
- აკადემიური პერსონალის მიერ კურსის ფარგლებში გამოყენებული სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგიისა და მეთოდების, კურსის შინაარსთან მათი შესაბამისობის შეფასება;
- აკადემიური პერსონალის ორგანიზაციული კომპეტენციის შეფასება;
- აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შორის კომუნიკაციის ფორმებისა და ხარისხის შეფასება;
- აკადემიური პერსონალის მიერ გამოყენებული მეთოდებისა და მიდგომების ორიენტირებულობის ხარისხი სტუდენტთა მოტივაციის ამაღლებასა და სწავლის შედეგების მიღწევაზე;
- აკადემიური პეროსნალის მხრიდან განხორციელებული შეფასებებისა და უკუკავშირების ორიბექტურობის ხარისხის შეფასება;
- აკადემიური პერსონალის კეთილგანწყობის ხარისხისა და სტუდენტებთან თანასწორი მოპყრობის ხარისხის შეფასება.
2. კვლევის შედეგების გამოყენების მექანიზმები აკადემიური პერსონალის განვითარების მიზნებისთვის
სტუდენტთა შუასემესტრული გამოკითხვა აკადემიურ პერსონალს შესაძლებელობას აძლევს, კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია გამოიყენოს კურსის წარმართვის მეთოდოლოგიური, შინაარსობრივი თუ ორგანიზაციული ასპექტების გასაუმჯობესებლად, უშუალოდ მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში. კერძოდ, თითოეული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შუასემესტრული გამოკითხვის შედეგებს აწვდის გამოკითხვის ფარგლებში შეფასებული აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს, რომლებსაც საშუალება ეძლევათ, მიიღონ სტუდენტთა ანონიმური უკუკავშირი როგორც უშუალოდ მათი პროფესიული და აკადმიური კომპეტენციის გარშემო, ისე კონკრეტული სასწავლო კურსის კონცეპტუალურ, მეთოდოლოგიურ, შინაარსობრივ თუ ორგანიზაციულ ასპექტებთან, მათ სუსტ და ძლიერ მხარეებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, შუასემესტრული გამოკითხვის შედეგები, აკადემიურ პერსონალს საშუალებას აძლევს, უკეთ განსაზღვროს სტუდენთა საჭიროებები და მოლოდინები კონკრეტულ კურსთან, სასწავლო პროცესთან და გარემოსთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე, მიმდინარე კურსის კურიკულუმი უკეთ მოარგოს სტუდენტთა ინდივიდუალურ საჭიროებებს.
საჭიროების შემთხვევაში, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, შუასემესტრული გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, შეიმუშავებს ინდივიდუალურ სარეკომენდაციო ანგარიშს აკადემიური პერსონალის ცალკეული წარმომადგენლისთვის, რომელიც დაეხმარება მას მიმდინარე კურსის ფარგლებში შესაბამისი კორექტივების შეტანასა და გასაუმჯობესებელი აქტივობების სწორად დაგეგმვაში. რამდენადაც შუასემესტრული გამოკითხვა უშუალოდ მიმდინარე აკადემიურ პროცესის გაუმჯობესებას ემსახურება, სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება შედეგების დროულად მიწოდებას აკადემიური პერსონალისთვის.
სემესტრის ბოლოს განხორციელებული სტუდენტური გამოკითხვა მიზნად ისახავს აკადემიური პერსონალის ინფორმირებას სტუდენტთა მხრიდან მიღებულ საბოლოო შეფასებასა და უკუკავშირზე, კონრეკტულ სასწავლო კურსთან, მის მეთოდოლოგიურ, შინაარსობრივ, ორგანიზაციულ მხარეებთან მიმართებაში. გარდა ამისა, სემესტრის ბოლოს განხორციელებული გამოკითხვა საშუალებას იძლევა, შედეგების დადარება მოხდეს შუასემესტრული შეფასების შედეგებთან და ამის საფუძველზე გამოჩნდეს შესაბამისი დინამიკა, მაგალითად, დადგინდეს, თუ რამდენად ეფექტიანი იყო შუასემესტრული გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, აკადემიური პერსონალის მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული გასაუმჯობესებელი ღონისძიებები.
გარდა გამოკითხვის შედეგების გაცნობისა, აკადემიური პერსონალის წარმომადგნლებს ეძლევათ რეკომენდაცია, სტუდენტებთან ერთობლივად განიხილონ შედეგები და ღიად იმსჯელონ შესაბამისი სუსტი და ძლიერი მხარეების გარშემო, სასწავლო პროცესის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე; აგრეთვე, სწავლების მეთოდების კონკრეტული კურსის სპეციფიკასა და სტუდენტთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგების პერსპექტივებზე, დაგეგმილი სწავლის შედეგების მიღწევის ოპტიმიზების მიზნით. ამ ტიპის ღია და კონსტრუქციული დისკუსია ემსახურება კომუნიკაციის გაუმჯობესებას სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შორის, ასევე ნდობის ამაღლებსა და ობიექტური შეფასების უფრო მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას. თავის მხრივ, ახალბედა პროფესორებისთვის აღნიშნული გამოკითხვის საფუძველზე მიღებული ინფორმაცია საუკეთესო შესაძლებლობას ქმნის მათი აკადემიური კომპეტენციის დახვეწის სწორი სტრატეგიის შემუშავებაში. მსგავსი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს თვითგანვითარებაზე ორიენტირებული სწავლა- სწავლების პროცესის, სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შორის ომხრივ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ურთიერთობის და კონსტრუქციული, ურთიერთდახმარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს განვითარებას.