გიორგი ვარამაშვილის ლექცია: „გივი ვაშაკიძე(1937-2017) – ცხოვრება და შემოქმედება”

გიორგი ვარამაშვილის ლექცია: „გივი ვაშაკიძე(1937-2017) – ცხოვრება და შემოქმედება”

გალერეა „უნივერსი ” გაცნობებთ, რომ ა/წ რვა თებერვალს, 4 საათზე გაიმართება

გიორგი ვარამაშვილის საინტერესო ლექცია თემაზე:

„გივი ვაშაკიძე(1937-2017) – ცხოვრება და შემოქმედება”.

ბავშვობიდან ხატავდა. მისი შემოქმედება იყო, არის და იქნება ქართულ მხატვრობაში ახალი სიტყვა. დისიდენტი მხატვარი გახლდათ. სამხატვრო აკადემიდან სამჯერ გარიცხეს მარქსიზმის არ აღიარების გამო. სამხატვროს დამთავრების შემდეგ ნონკომფორმისტულ გამოფენებში მონაწილეობდა.

ერთი პერიოდი საბჭოთა მილიციასთან ჰქონდა პრობლემები.

მთელ საბჭოთა წარსულის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ მხატვრად ითვლება.

ლექციაზე მიიღებთ სრულფასოვან ინფორმცის საბჭოთა ხელოვნების სოცრეალიზმის მთელ ეპოქაზე და ახსნილი იქნება მიზეზები, თუ რატომ თქვეს უარი 50-წლების ბოლოს საბჭოთა ხელოვანებმა მასზე.

დასწრება თავისუფალია.